Saturday, April 7, 2012


  1. პროექტის სახელწოდება: რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს
  2. პროექტის მთავარი იდეა/თემა/: ვიმეტყველოთ სწორი სალიტერატურო ენით,გავუფრთხილდეთ მშობლიური ენის ღირსებას
  3. პროექტის. აქტუალობა: შეინიშნება ბარბარიზმები, დიალექტიზმები, კალკი  ჩვენს მეტყველებაში. დავსახოთ გზები  ამ ხარვეზის დასაძლევად.
  4. პროექტის მიზნები:თანატოლების, მასწავლებლების, ოჯახის წევრების , ტელევიზიაში,პრესაში  დაკვირვება როგორ იცავენ სალიტერატურო ენის ნორმებს, შენიშნული ხარვეზების დაჯგუფება . შესაბამისი ბუკლეტების დამზადება.
  5. მონაწილეთა ასაკი:16-16 წელი,.
  6. პროექტის ვადები: 2 თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები: მოაწავლეები იცავენ ენობრივ ნორმებს. უვითარდებათ კვლება-ძიების უნარი. გამოუშვებენ ბუკლეტებს, კედლის გაზეთებს, შექმნიან ელექტრონულ გაზეთს.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები : ქართველ მწერალთა ის ნაწარმოებები, რომლებშიც არის დიალექტიზმები,  ისტ, სახელმძღვანელოები, ცოცხალ სასაუბრო მეტყველებაზე დაკვირვება.
  9. პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება.   პირველი ჯგუფი: დააკვირდება თანატოლების, მასწავლებლების, ოჯახის წევრების მეტყველებას, შენიშნულ დარღვევებს დააჯგუფებს კატეგორიების მიხედვით, გააკეთებს ენობრივ ანალიზს. ბ. მეორე ჯგუფი იკვლევს ტელევიზიითა და პრესით შენიშნულ ხარვეზებს. კალკის დაფიქსირების და შესატყვისი მართებული ფორმების მოძიებას, შესაბამისი ლიტერატურის დახმარებით. გ. მესამე ჯგუფი-დაამზადებს ბუკლეტებს, ელექტრონულ გაზეთს,გასწევს სააგიტაციო მუშაობას.
  10. საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-ისტ, ისტორია,ინგლისური. ეროვნული სასწავლო გეგმა: იცავს ენობრივ ნორმებს, სიტყვებს არჩევს შინაარსის შესამამისად, სწორად აგებს ენობრივ კონსტრუქციებს.
  11. პროექტის ხელმძღვანელი- თინა ბაუჟაძე.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tina.bauzhadze@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი: